იანვარი 2012
მენიუ





 
 
გენერალური სპონსორი:

ხუთშაბათი, 12/01/2011 - 11:18

    

22 დეკემბერს, 19 საათზე, ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართება წლის გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი. ,,ქართული ბრენდის დღე’’ ერთ-ერთი წარმატებული და გახმაურებული პროექტია, რასაც ადასტურებს მონაწილე კომპანიების, პარტნიორების, საინფორმაციო მხარდამჭერებისა და საზოგადოების ინტერესი.


ორშაბათი, 06/27/2011 - 11:39

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  მოთხოვნადი პროდუქტი კარაქია. მისი  მთავარი ღირებულება რძის ცხიმია, რომელსაც ორგანიზმი ადვილად და სწრაფად  ითვისებს, ასევე  სწრაფადვე მატებს ადამიანს ენერგიას. ასე რომ,  მიირთვათ დღეში ერთხელ  ბუტერბროდი კარაქით  და საკმარისია თქვენი ძვლების გასამაგრებლად, მხედველობის, თმისა და კანის გასაუმჯობესებლად. კარაქი რძის ცხიმების კონცენტრატს წარმოადგენს, იგი ძალიან სასარგებლო და ამავე დროს კალორიული პროდუქტია. ბავშვის ნორმალური ზრდა- განვითარებისათვის იგი უბრალოდ აუცილებელია. კარაქში შემავალი ნივთიერებები  ბავშვის ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისაგან იცავს, კანს ელასტიურობას სძენს და დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე.

 

ორშაბათი, 06/20/2011 - 09:50

აუდიენცია ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრის ჩამოყალიბების გეგმებზე სასაუბროდ დავთქვით. შეხვედრა კაფეში შედგა. საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალბატონი დამხვდა, მოსკოვში წარმატებული იმიჯ-მეიკერი, საიმიჯო კომპანია ,,ბლესსის“ დამფუძნელი ინგა ბლესსი. იგი უჩვეულოდ თავისუფალი, მომღიმარი და გულწრფელი რესპოდენტი აღმოჩნდა.
ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი  – ინგა ბლესსი.
- ქალბატონო ინგა! თქვენ მოსკოვში წარმატებული იმიჯ-მეიკერი და ფსიქოლოქი ბრძანდებით, საიმიჯო კომპანია ,,ბლესსის“ დამფუძნებელი, თბილისში სრულიად განსხვავებულ სფეროში გეგმავთ საქმიანობას, რას უკავშირდება თქვენი ახალი ინიციატივა?

 

ორშაბათი, 06/20/2011 - 09:02

სტრატეგიული დარგი
მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომელიც თავისი ულამაზესი ბუნებით,  ისტორიით, კურორტებით, თავბრუდამხვევი გასართობი ადგილებით, არქიტექტურული ძეგლებით,  საოცარი სანახაობებით, მუზეუმებით, შესანიშნავი  სასტუმროებით,  მომსახურების მაღალი ხარისხით, ზოგადად  ტურისტული  ინფრასტრუქტურით სხვადასხვა  ქვეყნებიდან ტურისტებს იზიდავს. შეიძლება ითქვას, რომ მათ შორისაა საქართველოც - ქვეყანა, რომლის  სტრატეგიულ დარგსაც ტურიზმი წარმოადგენს.  ექსპერტების აზრით, ჩვენი ქვეყნის  ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე  ტურიზმის დარგის განვითარება  ჩვენი ქვეყნისთვის, მართლაც პრიორიტეტულია, ამ დარგის წარმატება  ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია  ჩვენი ეკონომიკისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის. ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვისა და პოპულარიზაციისთვის კი საჭიროა უცხოელი და ქართველი ტურისტების დაინტერესება ჩვენი კულტურით, ისტორიით, ბუნებითა და ეთნოგრაფიით. ინფორმაციის  გავრცელება საქართველოს კურორტებზე, მათ  სამკურნალო თვისებებზე.

 

სამშაბათი, 06/07/2011 - 11:30

მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს!

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ნამდვილად სენსაციური ფასები გვაქვს ყველა სახის ნაბეჭდ პროდუქციაზე; იგულისხმება ქაღალდზე ბეჭდვა...მოკლედ და კონკრეტულად, მოგმართავთ ჩვენი და გამომცემლობა ,,სვეტის'' სახელით. გვაქვს საკუთარი სტამბა და რაც მთავარია, მართლაც სენსაციური ფასები ყველა სახის ნაბეჭდ პროდუქციაზე! თქვენ ვერ იპოვით ამაზე უკეთეს ფასებს. არ გჯერათ? აგერ მე და აგერ თქვენი შეკვეთები. ფასი ნამდვილად სენსაციური გვაქვს, მაგრამ თქვენ ბუნებრივია ხარისხსაც იკითხავთ...მართალი ბრძანდებით, ეს თავისთავად უმნიშვნელოვანესია; ხარისხშიც შემიძლია დაგარწმუნოთ და წარმოგიდგინოთ ჩვენი ნაბეჭდი პროდუქცია; ერთი სიტყვით, დამიკავშირდით ამ ნომერზე: 899188093; მუდმივად მოძრაობაში ვარ და შეიძლება ოფისში ვერ დამიჭიროთ.
რისი დაბეჭდვა შეგვიძლია?...ყველაფრის, რასაც კი ქაღალდი უნდა...

პატივისცემით,

ელგუჯა მარღია

ტელ:943603; 890571701
მობ: 899188093
ელფოსტა:elguja@profile.com.ge
 

 
 

ოთხშაბათი, 03/16/2011 - 08:28

ბითიეი ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც თავისი ქსელითა და ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებითაა წარმოდგენილი, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მო…მსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა.

 

ორშაბათი, 02/28/2011 - 06:56

 სილამაზის ცენტრი “ნატალი” ნატალია თოლორაიამ 90-იან წლებში დააარსა. იმ დროისათვის იგი ერთადერთი ინოვაციური სალონი გახლდათ თბილისში.  მოგვიანებით  ქალბატონმა ნატალიამ  სილამაზის სალონების ნაციონალური ქსელის შექმნა დაიწყო,  საკმაოდ მცირე დროში “ნატალი” სილამაზის სალონების ყველაზე მსხვილ  ქსელად გადაიქცა.
   სილამაზის ცენტრი “ნატალი” -  დღეს ლიდერია მოდისა და სტილის სფეროში, ქმნის სილამაზის ახალ სტანდარტებს, მუდმივად ვითარდება და ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, ითვისებს ახალ ტექნოლოგიებსა და იდეებს. ბოლო  15 წლის განმავლობაში თავისი უნიკალური კონცეფციით  “ნატალი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდა.
ქართული   ბრენდი  ,,ნატალი” -  ,,ნატალი“  განსაკუთრებით პოპულარული თბილისშია.   ერთგული კლიენტების დასაკმაყოფილებლად,  რამოდენიმე წელია,  დედაქალაქში  4 სალონი, სოლარიუმის კლუბი და აკადემია გაიხსნა. რეგიონალურ ბაზარზე  კი ვითარდებიან ფრენჩიზის პირობით. ნატალი ფრენჩიზი წარმოადგენს ფრენჩიზული სალონების ქსელს, რომელშიც თითოეული სალონი დამოუკიდებელი საწარმოა და ამავდროულად პროექტ ნატალის ნაწილიც, იზიარებს  მის პრინციპებს და იდეალებს.

 

შაბათი, 02/26/2011 - 14:22

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ინვესტორთა მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა.
ინვესტორთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის  2009 წელს ბათუმში დაფუძნდა. მისი წევრები კი მსხვილი  ორგანიზაციები  არიან.  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ძირითადი საქმიანობა წევრთა საერთო  ინტერესებს ეფუძნება. ასოციაციის წევრები ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენენ, მათ შორის არის: მრეწველობა, საბანკო-საფინანსო,  სადაზღვევო სფერო, საკვები პროდუქტების წარმოება, მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, მოპოვება-გადამუშავება,  საფეიქრო  მრეწველობა,  სასტუმროები  და სხვა.

 

შაბათი, 02/26/2011 - 14:18

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წარმატებით დაასრულა კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში და მუშაობის შედეგები შეაჯამა. პროექტის მიზანი კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში ქართული კომპანიების დახმარება იყო. 
IFC-ის პროექტმა კორპორაციული მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას და საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ კორპორაციული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის მიღებას შეუწყო ხელი.

 

შაბათი, 02/26/2011 - 14:16

2011 წელს ინდური კომპანია საქართველოში განახორციელებს 150 მილიონის ინვესტიციას  ნავთობის მოპოვების სამუშაოებში.  კომპანია “ჯინდალის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორ ობიექტზე ნავთობის მოპოვებისათვის ბურღვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაზეც 17 მილიონი დაიხარჯა. ინვესტორს იმედი აქვს, რომ საქართველოში ნავთობი აღმოჩნდება.

 
Syndicate content

ჟურნალი "ბრენდნიუსი"